10 წლამდე ბავშვის უცხოეთიდან საქართველოში შემოსვლა — მთავრობის ცვლილება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსულ 10 წლამდე ასაკის ნებისმიერ პირს, მოქალაქეობის მიუხედავად, არ აქვს ვალდებულება საზღვარზე წარადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხი. 10 წლამდე პირი ასევე არ არის ვალდებული საქართველოში შემოსვლიდან მესამე დღეს PCR ტესტი ჩაიტაროს.

“საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლის შემთხვევაში, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული 10 წლამდე ასაკის ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) თავისუფლდება საქართველოში ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის წარმოდგენისა და საზღვრის კვეთიდან მე-3 დღეს PCR კვლევის ჩატარების ვალდებულებისგან”,- წერია დადგენილებაში.

მთავრობამ შესაბამისი დადგენილება 2021 წლის 16 ივნისს მიიღო და ის უკვე ძალაშია.

https://metronome.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: