ფრაქცია “შარლ მიშელის რეფორმების” ჯგუფის წევრი და დამოუკიდებელი დეპუტატი, გრიგოლ ვაშაძე პარლამენტში მივიდა. როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ის საპარლამენტო საქმიანობაში აქტიურად იქნება ჩართული.
რაც შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტს, ვაშაძემ თქვა, რომ დეკემბერში დოკუმენტის უკეთესი ვარიანტის გამოტანა შეიძლებოდა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ამნისტიის ვერსია მავნებლობაა.
“აქტიურად ვიქნები ჩართული. სიმართლე გითხრათ, ჩვენი ბლოკის სია რომ არ ჩაეხსნათ, არც ვაპირებდი შემოსვლას, მაგრამ რახან შემოვედი ამ ნდობას ამომრჩევლის გამართლება უნდა.
სხვისი საქციელის შეფასებას არ დავიწყებ, მაგრამ ორი რაღაცის თქმა შემიძლია, დეკემბერში გაცილებით უკეთესი დოკუმენტის გამოტანა შეიძლებოდა და მეორე, ამნისტიის ისეთი ინტერპრეტირება, რასაც ქართული ოცნება აკეთებს, სრული მავნებლობაა”,- თქვა მან.
გრიგოლ ვაშაძემ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი 20 აპრილს მოაწერა, ის პარლამენტში დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით იქნება წარმოდგენილი.