“დავიწყეთ ხურვალეთიდან,დათა პაპას სახელობის მცირე ბიბლიოთეკა-თაროები გავხსენით”

დათა პაპა, იმედია, გახსოვთ. დიდი და გადამდები სიჯიუტის სიჯიუტის კაცი სოფელ ხურვალეთიდან. სიჯიუტის, რომლის, სულ მცირე, საკუთარ თავთან გამეორება ასე აუცილებელი, მაგრამ მივიწყებულია.
დღეიდან, ოკუპაციის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში მისი სახელობის მცირე ბიბლიოთეკა-თაროებს გავხსნით. დავიწყეთ სწორედ ხურვალეთიდან. დავიწყეთ დღეს და სიმბოლურად, ევროპული სკოლის მოსწავლეების მიერ შეგროვებული წიგნებით, რომლებიც მათ საკუთარ ხურვალეთელ თანატოლებთან გაგვატანეს.
მალე სხვა სოფლებსაც მოვივლით. მხარდამჭერი კი ამჯერად შპს ,,სოლუტივო” იქნება.
RSS
Follow by Email
Instagram
Telegram
VK
OK
WhatsApp
FbMessenger
THREADS
Verified by MonsterInsights