კობახიძის და ზოგადად „ქართული ოცნების” მესმის, რადგან პოლიტიკურ სივრცეში გახარიას შემოსვლამ პირველ რიგში სწორედ „ოცნება” შეაწუხა, არა იმიტომ, რომ ეს როგორც ითქვა ივანიშვილის პროექტია ან სააკაშვილთან შეკრული, არამედ მარტივი მიზეზის გამო, გახარიას ამომრჩეველი ძირითადად „ქართული ოცნების” ამომრჩეველი იქნება. „მმართველ პარტიას43%-იანი ზღვარი აქვს გადასალახი, ამიტომაც მისთვის თუნდაც ნახევარ პროცენტს საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად „ქართული ოცნება” ცდილობს, რომ გახარია წარმოაჩინოს და შეამკოს ყველა ცოდვით, რაც კი პოლიტიკაში და დედამიწაზე არსებობს, დედააზრი ესაა, რადგან სერიოზულად აღიქვა ის, რომ გახარიას რეიტინგი მხოლოდ იმიტომ აქვს, რომ ის ვიღაცეებს ატყუებს, რომ ივანიშვილის პროექტია, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მან შეძლო და პოლიტიკური რეიტინგი მოიპოვა, როგორ – ეს ცალკე თემაა და ის დღეს ცდილობს, რომ ამ რეიტინგზე პარტია ააგოს. „ამიტომაც დღესაც და მომავალშიც გახარია „ქართული ოცნების” სერიოზული კონკურენტი იქნება, გარკვეულ ვითარებაში მან შესაძლოა იმუშავოს იმ ხმებზეც კი, რომელიც „ნაცმოძრაობისაა” და მათი კონკურეტიც გახდეს, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა” თავის ამომრჩეველს შეინარჩუნებს, შესაბამისად ამ ეტაპზე გახარიას ხმების არეალი „ქართული ოცნებისა” და იმ მცირე პარტიების ამომრჩეველია, რომელთა რეიტინგიც 1-დან 5%-მდეა” – აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე” რეზონანსთან” საუბრისას.