17 ივნისი ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბისთვის.
ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) ვიცე-პრეზიდენრმა ბატონმა აკაკი იაშვილმა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა გიორგი გიორგაძემ კლუბის მუშაობა მაღალ დონეზე შეაფასეს, მათ გადმოგვცეს ინვენტარი და ტექნიკური საშუალებები. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით , ვეცდებით მათი ნდობა კიდევ უფრო გავამართლოთ და კარგი საქმეები ვაკეთოთ.
ლანჩხუთის საჭადრაკო კლუბი, (დამფუძნებელი თენგიზ ხუხუნაიშვილი ) რეგიონში ატარებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს ,რომლის მიზანი გახლავთ ჭადრაკის პოპულარიზაცია და ახალგაზრდების განვითარებაზე ზრუნვა.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში დავეხმარეთ 35 სოციალურად დაუცველ ბავშვს , გადავეცით ტკბილეული და წიგნები.
საქართველოს ეროვნული ბილბიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის ძალისხმევით და დახმარებით სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გადმოგვეცა წიგნები , დიდი მადლობა ქალბატონ ლელა ლიპარტელიანს გულთბილი მიღებისთვის.