ქობულეთის პოლიციის სამმართველოს შენობის მიმდებარედ, ბობოყვათის აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ

ისინი იმ დაკავებული მომიტინგეების გათავისუფლებას ითხოვენ, რომლეიც პოლიციამ დაუმორჩილებლობის გამო დააკავა.

დაახლოებით ერთი საათის წინ ბობოყვათის მაცხოვრებლები უკვე მესამედ შეიკრიბნენ და ადგილობრივ ხელისუფლებას იმ მიწების დაკანონება მოსთხოვეს, რომელიც მათი თქმით,  ოჯახების ისტორიული საკუთრებაა და ამის შესაბამისი დოკუმენტაცია გააჩნიათ.

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ვერც მხარდაჭერა და ვერც პასუხი მიიღეს, ბობოყვათის ტერიტორიაზე გამავალი ცენტრალური სარკინიგზო მაგისტრალი გადაკეტეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს, რის გამოც აქციის ათამდე მონაწილე დააკავეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share