მშვიდობაურის საარჩევნო ბათილ ბიულეტენებს სადაც კვირკველიამ გაიმარჯვა, ხელახლა გადათვლიან

ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მშვიდობაურის საუბნო საარჩევნო ოლქის ბათილი ბიულეტენების თავიდან გადათვლას, მხარი დაუჭირა. ეს ერთადერთი უბანია სადაც ბათილ ბიულეტენებს თავიდან გადათვლიან.

73 ბათილი ბიულეტენიდან, 70 ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული ბიულეტენი აღმოჩნდა. რაც ოპოზიციას საფუძველს აძლევს ივარაუდონ რომ ამ ბიულეტენების გამზადება მოახდინეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა, მაგრამ მისი ყუთში ჩაყრა ვერ მოასწრეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ ამ უბანზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა, მანუჩარ კვირკველიამ გაიმარჯვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share