სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია:
,,მთავრობის არ ვიცი და დღეში 1000 ინფიცირებულის და საათში ერთი გარდაცვალების მაჩვენებლის ფონზე, ჩემი კოვიდ რეგულაციები ასეთია:
- თუ გარშემო არიან ადამიანები, პირბადეს ღია სივრცეშიც ვატარებ;
- არ მივდივარ არსად, სადაც დახურულ სივრცეში უპირბადო ადამიანები დამხვდებიან (მათ შორის იგულისხმება ტელევიზიები, შეხვედრები თუ სხვა ადგილები);
- ვაგრძელებ პირადი კონტაქტების მაქსიმალურად შემცირებას და კომუნიკაციის დროს დისტანციის დაცვას;
- მიუხედავად გარკვეული უხერხულობისა, ვაძლევ შენიშვნას დახურულ სივრცეში უპირბადოდ მყოფ პირებს:))
რა თქმა უნდა, ეს არ არის გარანტია, მაგრამ რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
გთხოვთ, თქვენც გაუფრთხილდეთ გარშემომყოფებს, პირბადე გვიცავს!”