როგორც გურიის მოამბეს ამ წუთებში შეატყობინეს, ურეკში, პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამსართულიანი კერძო სასტუმრო იწვის.
ადგილზე იმყოფება სახანძრო ბრიგადები.
როგორც ადგილიდან გვატყობინებენ, სასტუმროში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.
ძლიერი ხანძრის გამო, რამდენიმე წუთის განმავლობაში დაბას არ მიეწოდებოდა ელექტრო ენერგია, თუმცა ახლა მისი მიწოდება აღდგა.
ჩვენი ჟურნალისტი ადგილზე ცდილობს დამატებითი ინფორმაციის მოპოვებას , რასაც მიღებისთანავე გავავრცელებთ.