“დღეს დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უახლოეს დღეებში ვაქცინის მილიონ დოზაზე მეტს მივიღებთ”, – ასეთი განცხადება გააკეთა პრემიერმა ღარიბაშვილმა, პარლამენტში 2020 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას.
როგორც ის ამბობს, წლის ბოლომდე ჯამში ვაქცინის 4 მილიონ დოზას მივიღებთ.
“შეგახსენებთ, რომ “ფაიზერთან” მივაღწიეთ მოლაპარაკებას, მილიონი ვაქცინის მიღებაზე, ასევე ერთი მილიონი “სინოფარმი”, მილიონი “სინოვაკი” “ნოვავაქსის” 700 ათასი დოზა, ჯამში წლის ბოლომდე 4 მილიონ დოზას მივიღებთ, რაც სრულიად საკმარისი იქნება, რათა ჩვენს დაგეგმილ დონეზე, 60% ჩვენი მოსახლეობის აიცრას”, – თქვა ღარიბაშვილმა.