დღეს, ოზურგეთში, ვახტანგ ბლაგიძის სახელობის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, „ქუჩის კალათბურთის“ მე-3 ტურნირი გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობა მიიღო რვა გუნდმა, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ბათუმის მუნიციპალიტეტებიდან.
გამოვლინდა 2 საპრიზო ადგილი:
I ადგილი ოზურგეთი: „Old School“
II ადგილი ბათუმი: „ბასკო 2019“
გამარჯვებულებს, ჩემპიონატის ორგანიზატორებმა სიგელები, მედლები და თასები გადასცეს.
აღნიშნული ტურნირის ორგანიზატორებია: ოზურგეთის ქუჩის კალათბურთის მოყვარულთა კლუბი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის – სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა განყოფილება, სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანება.