გიდასტურებთ,რომ გუბერნატორმა თანამდებობა დატოვა -პრესსამსახური

“გიდასტურებთ, რომ  გუბერნატორმა, გიორგი სახოკიამ  თანამდებობა დატოვა.

ჩემი ინფორმაციით,  ის  სხვა სამსახურში გადაჰყავთ.  ამის  თაობაზე  ის პრემიერ ღარიბაშვილს ორშაბათს შეხვდება. სხვა დეტალებზე  ინფორმაციას არ ვფლობ”- აღნიშნა “გურიის მოამბესთან” გუბერნატორის  პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, სოფო კაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გურიის გუბერნატორის, გიორგი სახოკიას თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაცია “გურიის მოამბისთვის” დღეს დილით გახდა ცნობილი.

სახოკიამ  რამდენიმე თვის  წინ ზურაბ ნასარაია შეცვალა, მანამდე ის პრემიერ გახარიას აპარატის უფროსი იყო, მუშაობდა ასევე შსს-ში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share