პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.
პროკურატურამ ცამეტივე დაკავებულს ბრალი დაუმძიმა და 353ე პრიმა მუხლის მე2 ნაწილს ედავება, რაც 7დან 11წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
როგორც ადვოკატმა მამუკა ზოიძემ განაცხდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფები წარდგენილ ბრალდებას არ ეთანხებიან.
“სამი ბრალდებულის ინტერესებს წარმოვადგენ. მათ ბრალი წარედგინათ 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით, რაც პოლიციელისათვის ჯანმრთელობის დაზიანებას ითვალისწინებს. ჩვენ არ ვეთანხებით წარდგენილ ბრალდებას. გამოგვეცა ბრალდების მხარის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნები, რომლითაც არცერთ პოლიციელს დაზიანების რამე კვალი არ აქვს. რაც შეეხება აღკვეთის ღონისძიებას – ბრალდების მხარე ითხოვს პატიმრობას, ჩვენ გვექმება ალტერნატიული შუამდგომლობა,” – განაცხადა ზოიძემ.