ჩოხატაურში „მედალფას“ კლინიკის ლაბორატორიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია „გურიის მოამბეს“ ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში დაუდასტურეს.
“მედალფას“ კლინიკის თანამშრომელია ინფიცირებული. ინფიცირების წყარო უცნობია. რაც შეეხება კონტაქტებს, ყველა მთგანი ცნობილია. პაციენტი სახლში მკურნალობს.”- გვითხრეს ჯანდაცვის ცენტრში.
ბოლო მონაცემებით, გურიის რეგიონში 24 საათში კორონავირუსის 62 ახალი შემთხვევაა დადასტურებული.