გოგოს და ბიჭის ყველაზე იშვიათი და უცნაური სახელები საქართველოში

“სერვისების განვითარების სააგენტოს” ინფორმაციით, ბოლო წლებში თბილისში დაბადებულ გოგონებისა და ბიჭებისთვის დარქმეულ სახელებს შორის ყველაზე იშვიათი სახელები უცხოური იყო.

ბიჭის ყველაზე იშვიათი სახელები

ბიჭებში აზიზ, აღბუღა, ალიმ, ბაიბალა, ალბერტ, დანი, გენო, გიკა, და დომენიკი. ქართული იშვიათი სახელებიდან კი ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი და შეთე გამოირჩეოდა.

გოგოს ყველაზე იშვიათი სახელები თბილისში დაბადებულებიდან თითო-თითო ბავშვს ათანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა და ნილა დაარქვეს.

Allnews.ge გთავაზობთ იშვიათ სახელებს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, კახეთის რეგიონში ბიჭების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახელების ჩამონათვალი ასეთია:

ალავერდი, არბი, ბესი, გლახო, ვალი, თოლგა, ეტრო, ფელიქსი, შამილი, შმაგი და ხვიჩა. გოგონებში კი ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე და სევდა.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, აქ თითო-თითო ბიჭს წლის დასაწყისიდან დღემდე არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი და შიო დაარქვეს, ხოლო თითო-თითო გოგონას მედინა, მზექალა და სიდონია.

ქვემო და შიდა ქართლიც იშვიათი სახელების სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, ბიჭების ნაწილს აქ გაგარინი, გაბრილი, გირშელი, გუმა, ზიადი, კულუ, ლევონი, მაკარი, მარატი, რენატი, ფირუზი, გურიკა, ეძიკა და ონო დაარქვეს. გოგონების ნაწილის სახელები კი ასე ჟღერს: დარია, დინარა, თალი, კესანე, ლალა, რენა, რიმა, როზა, სამაია, სონია, ცისია, ელიანურა, მარიზა, მინა, მინე, ნაიკო, ნიკე და უნა.

იშვიათი სახელებით დასავლეთ საქართველოც გამოირჩევა. მაგალითად, აფხაზეთში, იშვიათ სახელებს შორის არის რომეო, სანი, ტიტე, ტიმოთე, ფარნავაზი, მამია, ლუდუკი და ნიკოლოზ რაფიელი. გოგონას სახელებს შორის კი გვხვდება ანინე, ნისიმე, თებროლე, მანო, ლილუ ელიზაბეთი და ამინა.

აჭარის რეგიონი იშვიათ სახელებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. აქ ახალშობილებისთვის დარქმეული სახელებიდან ძირითადად, აღმოსავლური წარმოშობის სახელები გვხვდება, თუმცა მათ შორის ქართული იშვიათი სახელებიცაა. ბიჭებს შორის წელს ყველაზე იშვიათი იყო ადრიანი, არიზი, ბაგრატი, გუგუა, დამიანე, დიეგო, ემრე, ენესი, ზავენი, ლუი, მერთი, მირანი, ონისე, რაინდი, პლატონი, ფაბიო, შიო-გურამი და ჯანი. გოგონების ნაწილს კი აჭარაში დაარქვეს ანეტი, გაიანა, ვარდო, ზინა, ილარია, მარიცა, მითი, ნიდა, ნისა და ნუნექია.

გურიაში აჭარასთან შედარებით ბევრი იშვიათი სახელი არ გვხვდება, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც ამოვარჩიეთ. “სერვისების განვითარების სააგენტოს” მონაცემებით, ბიჭების იშვიათი სახელები ასე ჟღერს: დანილო, ვიტალიკი, კვირიკე, მამია, მარნელი, მიქაელ-მიშო, სანი და სამუელი, ხოლო გოგონების იშვიათი სახელები ასეთია: პელაგია, ელიფი, რინა და მატრონა.

იმერეთში ბიჭების ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის მოხვდა ამიკო, ანატოლი, ანტონიო, ბაჩია, ბიჭიკო, დაუთი, დანტე, დემო, ენვერი, თადეოზი, იუზა, მამულო, რასული და ფინარი. გოგონების ნაწილს კი იმერეთში ანისია, არინა, ენატა, თებე, თებეა, კასიანა, კირა, ლინე, მალო, მელიტა და ტაისია დაარქვეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ბიჭების ნაკლებად ცნობილ სახელებს შორის ბასილი, ბუბა, ეგნატე, ჯამიკო და ჯიმშერი გამოირჩეოდა, ხოლო გოგონების ნაწილს ჯული და ნუკი დაარქვეს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, სადაც ბევრი სახელი შეიძლება არც კი გეცნოთ, ნაწილს აბესალომი, ათუკა, ბაკური, ბეჟო, გეგე, დანიილი, ედიკა, მექო, ნიკანდრე, სპარტაკი, ფელიქსი, ჯონდი, ჯუანშერი და ღვთისო დაარქვეს. რაც შეეხება გოგონების იშვიათ სახელებს, მათ შორისაა, ანინა, გულნარა, აქსანა, ელიკო, ზინიკო, მატასი და სამანა ჰქვია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ისევე როგორც, მაგალითად, ქვემო ქართლში ბევრი არაქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, აქ ძირითადად, უცხოური სახელები ლიდერობს. რეგიონში ბიჭების ყველაზე იშვიათი სახელებია ავაგი, ალექსანი, ანდრანიკი, ედვარტი, ვარდი, ვაჰე, ვაჰანი, თუმასი, კარლენი, კარო, ნაირი, რუბო და შმაგი. რაც შეეხება გოგონებს, მათ შორის გვხვდება არფინე, გიულნარა, ზიტა, თერეზა, მანე, მარუსია, ნუნე, სერინე, სონა,შუშანი და შუშანიკი.

იშვიათ სახელებს ცხინვალშიც არქმევენ, სადაც შობადობა ყველაზე დაბალია. მაგალითად, ბიჭებს შორის მუშვიგი, მაქსიმე და ელგუჯა გვხვდება, ხოლო გოგონებს შორის სტეფანია, ირი და ელიფი ლარა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური სახელების ნაწილი ჩვენს ჩამონათვალში არ მოხვდა, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ისინი იშვიათ სახელებად არ მიიჩნევა.

https://www.allnews.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share