საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გაიმარჯვა.
შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს. გიორგი ჩხაიძის
ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა.