“”ქართული ოცნება” ხელისუფლებაში ტყუილა ყოფილა და ამას ღარიბაშვილი პირადად ამბობს“ – ჭიჭინაძე

„ქართული ოცნება „ ხელისუფლებაში ტყუილა ყოფილა და ამას პრემიერი ღარიბაშვილი პირადად ამბობს“ – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი აცხადებს.

დავით ჭიჭინაძე თვლის, რომ „ოცნების“ ხელისუფლება ათი წლის შემდგომ ეკონომიკურ გეგმებზე მხოლოდ იმიტომ საუბრობს, რომ უახლოეს პერიოდზე პასუხისმგებლობის აღების არც თავი აქვს ვინმეს და არც სურვილი.

„წარმატებული მმართველობა გვაქვსო, დღეს გვიმტკიცებს მეორედ გაპრემიერებული ღარიბაშვილი, რომელიც თავის დროზე ივანიშვილმა პირადად გააგდო მის გარშემო გამეფებული კორუფციის გამო;

მერე კვირიკაშვილს უთხრა, ბავშვები როგორ აშიმშილე, ღამები არ მეძიმნა შენს გამოო და ეგეც გაუშვა;

ბახტაძის პერიოდში საერთოდ ჩამოიქცა და ჩამოინგრა ყველაფერი, რისი ჩამოქცევაც შეიძლებოდა;

შემდეგ „გენიალური კრიზის-მმართველი“ გახარია, ვისაც ახლა ყველაზე მეტად ლანძღავენ…

ახლა კი, ისევ ღარიბაშვილი წარსდგა ოთხი თვის თავზე (?) წლიური ანგარიშით, აქებს „ოცნების“ ე.წ. რეფორმებს, მაგრამ ლანძღავს ყველა წინამორბედს, რითაც მხოლოდ იმას გვიდასტურებს, რომ „ქართული ოცნება „ ხელისუფლებაში მთელი 9 წელი ტყუილა ყოფილა.

მოკლედ,

პოპულისტურ განცხადებებს რაც ეხება, თუნდაც სუფსიდირება.

ჯერ სამუშაო ადგილები შექმნან, ადამიანები დაასაქმონ, ფულის შოვნა თავად რომ შეძლონ და მერე დაასუფსიდირონ სესხები, თორემ ასე ისევ ბანკებს და საფინანსო სექტორს ეხმარებიან და არა ხალხს“ – ამბობს ჭიჭინაძე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share