საბერძნეთის პოლიციამ 9 წლის წინ ათენის სამხატვრო გალერიაში მოპარულ სურათს, პაბლო პიკასოს ,,ქალის თავს”, მიაკვლია. გაზეთ Proto Thema-ს ინფორმაციით, ნახატი ათენში, 49 წლის ადგილობრივი მაცხოვრებლის სახლში, იპოვეს.
პაბლო პიკასოს შედევრის გარდა სახლში პოლიციამ მეორე ნახატსაც მიაკვლია, ჰოლანდიელი ოსტატის, პიტ მონდრიანის ,,ქარის წისქვილს”, რომელიც ნახვის დროს დაზიანებული აღმოჩნდა.
საბერძნეთის კულტურისა და სპორტის სამინისტრო ნახატის პოვნის ფაქტს ადასტურებს.
პაბლო პიკასოს ნახატი ,,ქალის თავი” 16,5 მილიონ ევროდაა შეფასებული. ცნობილმა მხატვარმა ის საბერძნეთს მეორე მსოფლიო ომის დასრულების დროს აჩუქა ,,ნაცისტების დამარცხებაში შეტანილი წვლილისთვის”.
https://tvpirveli.ge/