“TV პირველის” ინფორმაციით, წალკაში, აქციის გასაშუქებლად ჩასულ ჟურნალისტსა და ოპერატორს გამგებლის, გიორგი აფრასიძის ბიძა, გოჩა აფრასიძე ფიზიკურად გაუსწორდა.
“ტვ პირველის” გადამღები ჯგუფი ადგილზე მიწების მიტაცების საკითხის გასაშუქებლად ჩავიდა რა დროსაც აქციაზე აგრესიულად განწყობილი გოჩა აფრასიძე გამოჩნდა და “ტვ პირველის” ჟურნალისტს როგორც ფიზიკური, ასევე სიტყვიერი, შეურაცხყოფა მიაყენა. დაზიანებულია ტელეკომპანიის კუთვნილი სამაუწყებლო აპარატურა.