(ტაბულა) პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 50-დან 100 ლარამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
განცხადების მიხედვით, დადგენილებას პრემიერმინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
“გარდა ამისა, იზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. აღნიშნული გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა”. – წერია განცხადებაში