გუშინ, სოფელ ძიმითში ოზურგეთის მერის მოადგილეს ოსიკო თოთიბაძეს და “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატ დავით მჟავანაძეს შორის ინციდენტი მოხდა.
როგორც გავარკვიეთ, თოთიბაძე სოფელ ძიმითში იმ დროს ავიდა, როცა მჟავანაძე გამგებლის მოადგილის სახლში ასფლატის დაგებას აპროტესტებდა.
სწორედ ამ პროტესტს მოჰყვა თოთიბაძის გაღიზიანება, რომელმაც მჟავანაძეს ინტრიგანი ეძახა, რასაც მჟავანაძისგან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.
კადრებში ჩანს, რომ მჟავანაძემ და თოთიბაძემ ერთმანეთს ტოლი არ დაუდეს და არც ერთიერთის დედის გინებას მორიდებიან, რომელიც ბოლოს იმით დასრულდა, რომ ოსიკო თითიბაძემ მჟავანაძისთვის სასროლად ქვაც კი აიღო.