ბახვი ერთი ჰესის პროექტი გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესწავლის ეტაპზე გადავიდა

კომპანია „სი-სი-იეიჩ ჰაიდრო VI“-ის განცხადება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის 25 ივნისის ბრძანება #2-939 – ის თანახმად, კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“, მდინარე ბახვისწყალზე დაგეგმლი მცირე, ბახვი ერთი ჰესის პროექტით, რომლის დადგმული სიმძლავრე 12 მეგავატია, წლიური გამომუშავება კი 50 მილიონ კილოვატსაათს შეადგენს,  გარემოზე ზეგავლენის შეფასების შესწავლის ეტაპზე გადავიდა.

გვსურს განაცხადოთ, რომ  „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის, როგორც მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანიის, საქმიანობა ხორციელდება როგორც  საქართველოს კანონმდებლობისა და რეგულაციების შესაბამისად, ასევე  IFC -ისა და EIB-ს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვის სტანდარტების დაცვით. ჩვენი ხედვაა, პროექტების არა მხოლოდ კაპიტალით უზრუნველყოფა, არამედ მათი გამდიდრება ჰიდროელექტროსადგურების შენებასთან დაკავშირებული საერთაშორისო, განსაკუთრებით კი, ევროპული გამოცდილებით. ჩვენ თითოეული პროექტის ფარგლებში, გვაქვს კონკრეტული ხედვა და სტრატეგია, მივაღწიოთ როგორც ფინანსურ მოგებას, ასევე არამატერიალურ წარმატებას, რაც ჩვენი საინვესტიციო ფილოსოფიის საფუძველია. ეს ფილოსოფია, დიდწილად, გულისხმობს გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხების მართვაში მიღწეულ დადებით შედეგებს. სწორედ ამიტომ, გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მომზადების ეტაპზე, ჩვენ საქართველოს კანონმდებლობით მოთხოვნილ კვლევებთან ერთად, ვახორციელებთ დამატებით საქმიანობებს.  ჩვენ უკვე, გავაფორმეთ კონტრაქტი მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ცნობილ საკონსულტაციო კომპანიასთან, როგორიც არის SLR-ი. მისი ბრიტანეთის წარმომადგენლობა ჩართულია ბიომრავალფეროვნების კვლევაში და მათ მიერ იქნება შემუშავებული, როგორც ბიომრავალფეროვნების ამსახველი ანგარიში, ასევე შემარბილებელი ღონისძიებების გეგმაც.   დამატებით  „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის, მოწვევით ფრანგი კონსულტანტი, პიერ ბიდერმანი,  მოამზადებს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ კვლევას.  ასევე, ვგეგმავთ კუმულაციური ზეგავლენის შესწავლას. რაც შეეხება პროექტის ტექნიკურ შესწავლას, მასზე საერთაშორისოდ აღიარებული კომპანია „აფრი“ მუშაობს.

კომპანია „სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“-ის მიზანია, ბახვი 1 ჰესის პროექტი თანაბრად მისაღები იყოს თითოეული დაინტერესებული ჯგუფისთვის. ჩვენი კომუნიკაციის მოდელი, დაინტერესებულ ჯგუფებთან, ეფუძნება დიალოგს,  რომლის ფარგლებშიც  გვაქვს შეხვედრები მოსახლეობასთან, რეგიონალურ და ცენტრალურ არასამთავრობო  ორგანიზაციებთან, მედიასთან. უახლოეს მომავალში, კონსულტაციების და დიალოგის რეჟიმი გადავა განვითარების ახალ ფორმატზე. რაც გულისხმობს, ექსპერტთა საბჭოს ჩამოყალიბებას, რომელიც დაკომპლექტდება უპირატესად ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების კვალიფიციური წარმომადგენლებით. ეს  კი, თავის მხრივ კიდევ ერთი დასტურია კომპანის მზაობისა გამჭვირვალედ წარმართოს კვლევის პროცესი გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესწავლის ეტაპზე.

ჩვენი მიზანია, საქართველოში მცირე ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობაში შემოვიტანოთ მსოფლიო გამოცდილება და დავამკვიდროთ ევროპული სტანდარტი.

 

„სი-სი-ი-ეიჩ ჰაიდრო VI“ – ჩვენ ვზრუნავთ ადამიანებზე, ბუნებაზე და რეგიონის განვითარებაზე

 

დამატებითი ინფორმაციისთვის:

ნიცა ჩოლოყაშვილი

საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი

მობ: 591217711

E-mail: ncholokashvili@cceh.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share