„ნაციონალური მოძრაობის “ ოზურგეთის და ლანჩხუთის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა საოლქო კომისიებთან სოლიდარობის აქცია გამართესოზურგეთში 60-ე საოლქო საარჩევნო კომისიის ასევე ლანჩხუთის 61-ე საარჩევნო ოლქებთან ამ წუთებში „ნაციონალური მოძრაობაის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები, აქციას მართავენ. ისინი გუშინ მარნეულში საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტს გმობენ და უნდობლოვას უცხადებენ “ქართული ოცნების ”საარჩევნო სისტემას.”ცეესკოს ცენტრალური შტაბი, ასრულებს „ქართული ოცნების“ დაკვეთებს”- აცხადებენ აქციის მონაწილეები.„ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის შტაბის ლიდერი დავით მჟვანაძე, ამ წუთებში 60-ე საოლქო საარჩევნო კომისის შენობაში შეხვედრას კომისიის ხელმძღვანელთან ბერდია ლომაძესთან მართავს. ის ნახევარ საათზე მეტ ხანს ითხოვდა შენობაში შესვლას, თუმცა, როგორც მჟავანაძე ყვება, სანამ არ დარეკეს და გაარკვიეს, შეიძლებოდა თუ არა მისი შესვლა, მანამდე შენობაში არავინ შეუშვა.
აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდობლობას უცხადებენ, გმობენ გუშინ მარნეულში მომხდარ ინციდენტს, სადაც როგორც მათი წარმომადგენლები, ასევე ჟურნალისტები და ოპერატორები გახდნენ თავდასხმისა და ძალადობის მსხვერპლნი.ლანჩხუთის ნაციონალური მოძრაობის ლიდერი კახა ასკურავა, მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიას, არ შეასრულონ ქართული ოცნების დაკვეთა და არჩევნები, ჩაატარონ მშვიდ და სამართლიან გარემოში.„ქართული ოცნება“ ძალადობს სოლიდარობა გუშინ მარნეულში ძალადობის მსხვერპლ ჩვენს აქტივისტებს და სოლიდარობა იმ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, რომლებიც გახდნენ სისტემის მსხვერპლი. განაჩენს გამოიტანს ქართველი ხალხი, ოქმს წერს, ხალხი და არა თქვენ“- განაცხადა ასკურავამ. ნაციონალური მოძრაობის წევრი ოზურგეთის ორგანიზაციიდან დავით მახარაძეის თქმით ისსინი არ ენდობიან სისტემას.„ჩვენ არ ვენდობით სისტემას, არ ვენდობით სახელმწიფოს და ასევე ცეესკოს. ჩვენ გვინდა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში და შეწყდეს ძალადობა როგორც ჩვენს აქტივისტებზე, ასევე ჟურნალისტებზე.
შეგახსენებთ, მარნეულში გუშინ, 29 სექტემბერს რამდენიმე ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად თავს ნაციონალური მოძრაობის წევრებს დაესხნენ. მოგვიანებით მთავარი არხის 4 თანამშრომელს, მათ შორის ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. გარდა ამისა, თავს დაესხნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორსაც. მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.