ლაიფციგის ზოოპარკის ბინადარ ლომებს სახელები დაარქვეს

იასირი, ჯუმა, კოსი და კიიანი- ლაიპციგის ზოოპარკის სტუმრებს ამიერიდან შეუძლიათ, აქ მობინადრე ლომის ბოკვერებს სახელებით მიმართონ.

ლაიფციგის ზოოპარკის ადმინისტრაციამ 4 თვის წინ დაბადებულ ლომის ბოკვერების სახელების შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. შემოსული 8500 ვარიანტიდან სპეციალურად შერჩეულმა კომისიამ 4 სახელი ერთთვიანი მუშაობის შედეგად შეარჩია. იუწყება გამოცემა DW.

მომვლელებს ჯერჯერობით სახელები ერთმანეთში ერევათ, მაგრამ მთავარია, მათ დედას, ლომს სახელად კიგალს, ნაშიერები არ აერიოს – აღნიშნავს ლაიპციგის ზოოპარკის ადმინისტრაცია.

გერმანიის ქალაქ ლაიფციგის ზოოპარკს ყოველწლიურად 1,75 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ის 1878 წელს დაარსდა. ამჟამად აქ 20 წლიანი პროექტი ,,მომავლის ზოოპარკი” ხორციელდება, რომელიც ახალი, თემატური ლანდშაფტის შექმნას ითვალისწინებს.

https://tvpirveli.ge/

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share