ვიდეო: ოზურგეთში ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი დაარბიეს

ოზურგეთში, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი, რომელიც შემოქმედის ეპარქიის გვერდით მდებარეობს ვანდალურად დააზიანეს. ტაძარში ნაჯახით შეიარაღებული 50 წლამდე მამაკაცი შეიჭრა და ხატები, სასანთლეები, ეპისკოპოსის სავარძელი და სხვა საეკლესიო ატრიბუტიკა დაამტვრია. ტაძარში მყოფმა პირებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს, ხოლო მაშინ როცა სამართალდამცველებმა პირის დაკავება სცადეს, მამაკაცმა ნაჯახი საპატრულო ავტომობილს ჩაარტყა. მამაკაცი ადგილზევე იქნა დაკავებული. მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით არის აღძრული.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share