დღეიდან საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია დაიწყო. როგორც bm.ge-ს ჯანდაცვის სამინისტროში განუმარტეს, ვაქცინაციისთვის „სინოფარმით“ ასაცრელად რეგისტრაციის პორტალზე პრობლემები აღმოფხვრილია.
„პრობლემა აღმოფხვრილია და მოქალაქეებს რეგისტრაცია უპრობლემოდ შეუძლიათ. ვაქცინაციის პროცესი დღეს დაიწყო“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ: საქართველოში „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ მილიონი დოზა ვაქცინა 2 ივლისს ჩამოვიდა. Booking.moh.gov.ge-ზე რეგისტრაცია 3 ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა ვერ მოხერხდა. როგორც ოფიციალურმა უწყებებმა განმარტეს, ვებ-გვერდზე კიბერ-შეტევა განხორციელდა.