კახა ასკურავა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის შთაბეჭდილებებზე

ბათუმიდან მომავალი, ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი, კახა ასკურავა, სოციალურ ქსელში, საკუთარ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს, რომელსაც გთავაზობთ სრულად;
ახლა მოვდივარ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომიდან.
სპეციალირად ჩამოვედი.პირველრიგში მინდოდა მხარდაჭრა გამომეცხადებია ჩემი თანამებრძოლებისთვის, ვინც სხდომათა დარბაზში იცავენ ენმ-ს ინტერსებს ამ მოღალატეობრივ სარჩელის წინააღმდეგ და არა მხოლოდ ენმ-ს,ყველა პოლიტიკურ პარტიას ვუცხადებ მხარდაჭერას, ამ უთანასწორო ბრძოლაში.მიუხედავად იმისა,მომწონს თუ არ მომწონს სარჩელში მოყვანილი პარტიები.
ისინი არიან პროდასავლური ორიენტაციის.ბოლო გაყალბებულ არჩევნებშიც კი, მათ მიიღეს ხალხის მხარდაჭერა და მათ აქვთ სრული უფლება, იარსებონ!
რაც შეეხება დარბაზში მჯდომ მოსარჩელე მხარეს.
ნებისმიერ მათ მოძრაობაში,ჟესტიკულაციაში და გამომეტყველებაში,ნათლად იგრძნობა,რომ იმას რასაც დაობენ,თავადაც არ სჯერავთ,უბრალოდ დავალებას ასრულებენ და ეს დავალება ბოლომდე ჰყავთ მისაყვანი.ეს იციან ზუსტად.
რაც შეეხება წარმოდგენილ მოსამართლეებს.
აქ მხოლოდ ერთ აქცენტს გამოვყოფ,რაც ტელეთერიდანაც აშკარად იგრძნობოდა,მაგრამ მონასმენს ნანახი ჯობია
მაქსიმალურად ცდილობენ, პოლიტიკური კონტექსტიდან დაცალონ სასამართლო განხილვები.
სარჩელს რომელსაც ჰქვია “პოლიტიკური პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადება და მათი საბოლოო აკრძალვა”ამ სათაურის და შინაარსის სარჩელის პოლიტიკური შემადგენლიდან დაცლას რომ ცდილობ,ხომ წარმოგიდგენიათ,მათი თავისუფლების ხარისხი და შინაგანი რწმენა, გადაწყვეტილების მიღების დროს,რამდენად შეიძლება იყოს თავისუფალი და მიუკერძოვებელი?!
გარდა ამისა,განსაკუთრებით თავმჯდომარეს ჭმუნვები აქვს,განსაკუთრებით ორ რამეზე:
თუ მომხსენებელი შეეხება, რუსეთის პირდაპირ შემხებლობას ახლა,აქ მიმდინარე საკონსტიტუციო განხილებზე და ბიძინა ივანიშვილის ხსენებაზე,რაზეც ხატია დეკანოიძეს დაატოვებია კიდეც,პირველივე სხდომა.
პირადად მე,არანაირი იმედი არ მაქვს,რომ საბოლოო განაჩენი აცდება მოსარჩელის მთავარ ინტერსებს.(ნეტა შევცდე)დანარჩენი კი დამოკიდებულია,შემდგომი ბრძოლის სწორ სტეადეგიაზე და ქართველ ხალხზე!
წერს ასკურავა;
ცნობისათვის:საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი ამ დღეებში არსებითად განიხილავს საპარლამენტო უმრავლესობის (88 დეპუტატის) კონსტიტუციურ სარჩელს ხუთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობისა და მათი აკრძალვის შესახებ;
  • სარჩელი ეხება მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებებსა და პარტიებს, მათ შორის: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“. 

  • მიმდინარე ეტაპი: სასამართლო ამჟამად მხარეების ახსნა-განმარტებებისა და არგუმენტების მოსმენის ეტაპზეა. პროცესზე სიტყვით გამოდიან როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე დასახელებული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და იურისტები. 

  • საზოგადოებრივი ინტერესი: საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომები ღიაა და მათი პირდაპირი ტრანსლაცია მედიისა და ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს.
გააზიარეთ
Verified by MonsterInsights