“რაც ხდება თბილისის ქუჩებში, სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა… ხელისუფლება კლავს სახელმწიფოს“ – ნიკა მელია

ხელისუფლება კლავს სახელმწიფოს – ასე ეხმაურება ჰომოფობიური ჯგუფების მიერ თბილისში გამართულ ძალადობრივ აქციას ოპოზიციის ლიდერი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია.

“რაც დღეს თბილისის ქუჩებში ხდება, რადიკალური ჯგუფების ორგანიზებული თარეში, ნადირობა ჟურნალისტებზე – სახელმწიფოს გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკაა.

დღევანდელი ხელისუფლება მის მიერ მართული ჯგუფების ხელით და პოლიციის შეგნებული უუნარობით, კლავს სახელმწიფოს.

ოქტომბერში, რეფერენდუმის ტოლფას არჩევნებზე გადაწყდება, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ მომდევნო წლებში – დამოუკიდებელ, ამაყ სახელმწიფოში თუ ისევ იმპერიის უკანა ეზოში – გუბერნატორ ივანიშვილის დამყაყებულ გუბერნიაში!

სახელმწიფოს არ დაგამთავრებინებთ. თქვენ აუცილებლად დაგამთავრებთ!

თუ როგორ, მალე,რამდენიმე დღეში შეიტყობს საზოგადოება!” – წერს ნიკა მელია ფეისბუქის გვერდზე.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share