ვინ არის ლანჩხუთელი ახალგაზრდა კაცი ვინც წუხელ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

გუშინ თბილისში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ლანჩხუთელი ახალგაზრდა  შაკო კვერენჩხილაძე ემსხვერპლა.

„სიკეთით სავსე ბიჭო, როგორ მენანები“, მთელი ბავშვობა წაიღე“, მომენატრები ჩემო კეთილო ძმაო“- ასეთი სიტყვებით იხსენებენ და ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში ახალგაზრდა ბიჭს მეგობრები.

შემთხვევა წუხელ, გმირთა მოედანზე მოხდა.  ავტომობილი განათების ბოძს შეეჯახა. რის შედეგადაც  1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს. რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share