“მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება” – კახა კუჭავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა გუშინ, ძალადობრივი და ჰომოფობიური აქციის მონაწილეების მიერ პარლამენტთან ევროკავშირის დროშის ჩამოხსნას და დახევას ეხმაურება.

“ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანია და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ!

მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია.

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ, ყველას, ერთი სამშობლო გვაქვს, რომლის ისტორიას, ტრადიციებსა და რელიგიას არაფერი აქვს საერთო ძალადობასთან”, – წერს კახა კუჭავა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share