„თუ ტურისტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დარტყმა მიადგება“

„თუ ტურისტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ, ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს დარტყმა მიადგება“- ამის შესახებ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნატალია კვაჭანტირაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა ტურისტების უსაფრთხოება უზრუნველყოს:

„ქვეყანაში შემოსული ტურისტის უსაფრთხოება უნდა იყოს კერძო და საჯარო სექტორის პრიორიტეტი, რათა საერთაშორისო მასშტაბით მოვახდინოთ პოზიციონირება, როგორც უსაფრთხო ქვეყანამ. თუ ჩვენ ამის უზრუნველყოფას ვერ შევძლებთ, ეს უარყოფითად აისახება ქვეყნის იმიჯზე, ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვუზრუნველყოთ, რომ მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს“.- აცხადებს ნატალია კვაჭანტირაძე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უცხოელი ტურისტი დანით დაჭრეს. ინციდენტის მიზეზი კი მხოლოდ ისაა, რომ პოლონელ ტურისტს საყურე ეკეთა. მას დანით ჭრილობა 4- ჯერ მიაყენეს.

https://www.bpn.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: