“5 ივლისი ეს იყო ყველაზე ბანძი, ბოროტი დღე, როცა ძალადობის ლეგალიზება მოხდა”

“5 ივლისი, ეს იყო ყველაზე ცუდი, ბოროტი, რაღაცნაირი ბანძი დღე, როცა ლეგალიზაცია მოხდა ყველაზე ცუდი რამის, რაც შეიძლება მომხდარიყო- ძალადობის. თან, რომ ვიაზრებთ ეს რომ ორგანიზებული ჯგუფებია და თან რომ ვიაზრებთ, ვის მიერ არის მართული და ვისი წლობით ქადაგეგებებში ნაგროვებით… წვეთ წვეთობით ბოროტებით არის ამ ხალხის ტვინები გამორეცხილი და შექმნილი რაღაც მითები, რომლებზეც მერე დაშენებული აქვთ რაღაც ცრურწმენები და იმათზე მერე რაღაც შიშები… გამორიცხულია, რომ ადამიანი იყოს ჰომობი, თუ ის თავისი ცხოვრებით ცხოვრობს, თავისი საქმე აქ ან არა აქვს, მაგრამ პერსონალურად თავის თავზე არის ორიენტირებული… შეძლებელია, რომ ასეთი ადამიანი იყოს ჰომოფობი. ჰომოფობია არ არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, აქედან დავიწყოთ რა. ჰომოფობი შეიძლება იყოს მხოლოდ ადამიანი, რომელსაც რაღაცა მოატყუეს, რაღაცა არასწორად გააგებინეს… იმიტომ რომ, ადამიანი თუ თვითონვე დაიწყებს გამოკვლევას, ყველაფერში თავადვე გაერკვევა. მოსახლების უმრავლესობა არ არის ჰომოფობი. იგივე 20 ივნისის აქციის დაშლაც იგივენაირად სცადეს, იგივე რაღაცა ხდება, იგივე აქტორები… ეს ბრძოლა მიმდინარეობს ეხლა, 20 ივნისს კი არა, 9 აპრილს რომ დაიწყო. იქედან მიდის უმსგავსობასა და წესიერების შანსს შორის ბრძოლა. არის ეს ცალსახად, მე ასე ვუყურებ. და გახარია თუ რამეს მალავს ამის შესახებ, თქვას ხმამაღლა და ძალის გადაჭარბებას თუ ნანობს, ესეც თქვას ხმამაღლა და მერე შესაძლებელი გახდება მასთან ლაპარაკი დაიწყოს ადამიანებმა. წინააღმდეგ შემთხევაში, რომ დადის და ბაქიბუქობს, რომ მას უფრო სასტიკად შეეძლო მოქცეულიყო ხელისუფლების ადგილას რომ ყოფილიყო, არ ვიცი ვისთვისაა გაკეთებული ეს განცხადება და ვის ეპრანჭება. ვისაც ეპრანჭება, გაეპრანჭოს. ჩვენ მაგ ხალხთა სიაში არ შევდივართ. მიშა მშვილდაძე, ტვ “ფორმულა”

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share