მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს. მათი მოლოდინები რეალისტურია და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც გაბუნიამ აღნიშნა, საზოგადოებამ მოლოდინის რეჟიმში ძვირფასი დრო არ უნდა დაკარგოს, რადგან ვაქცინები: „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“მაღალი ეფექტურობისაა.
„მომართვიანობა დღეს „სინოფარმზე“ არის, მაგრამ არ არის ისეთი მაღალი, როგორც იყო „სინოფარმის“ პირველი პარტიის შემოტანის დროს. შესაძლოა, ეს უკავშირდებოდეს იმას, რომ მოსახლეობის უმეტესი ნაწილი უპირატესობას ანიჭებს „ფაიზერს“. მათი მოლოდინები რეალისტურია და ეს მალე დასრულდება და ჩვენ გადავალთ უკვე „ფაიზერით“ ვაქცინაციის ფართო კამპანიაზე. ძვირფასს დროს ვკარგავთ მოლოდინის პროცესში – „სინოვაკი“, „სინოფარმი“, „ასტრაზენეკა“ მაღალი ეფექტურობისაა“, – განაცხადა გაბუნიამ.