ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში, 3 ახალშობილი, მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება – ბავშვები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში არიან მოთავსებული. ახალშობილებს, კორონავირუსი უკვე დაუდასტურდათ, კვლევა ახლა ე.წ. დელტა შტამზე მიმდინარეობს. ეჭვი დელტა შტამზე მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ ახალშობილი აფხაზეთიდან გადმოიყვანეს. ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. ინდური შტამი ყველაზე მეტად არის გავრცელებული.
იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ე.წ. ინდური შტამი ბავშვები უფრო მეტად ვრცელდება.
“გასათვალისწინებელია ე.წ. ინდური შტამის უფრო მაღალი მაჩვენებელი ლეტალობის თვალსაზრისით და ახალგაზრდებსა და უფროსი ასაკის ბავშვებში უფრო მეტი გავრცელება. ჩვენთან ხუთი ათეული დადასტურებული შემთხვევაა ინდური ვარიანტის, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ამდენი არის ინფიცირებულთა რაოდენობა. მომდევნო კვირების განმავლობაში, სავარაუდოდ, ინდური ვარიანტი კორონავისურის გახდება დომინანტური”,- ამბობს ივანე ჩხაიძე.
ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდინფექციის დადასტურებული შემთხვევით 90-მდე ბავშვია მოთავსებული. ციციშვილის კლინიკის ექიმები კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მოთავსებული 3 ახალშობილის დასკვას ლუგარის ლაბორატორიდან ელოდებიან, რის შემდეგაც დადგინდება არის ეს ვირუსის ე.წ. დელტა შტამი თუ ვირუსის სხვა ვარიაცია.