ამის შესახებ საკანონმდებლო წინადადებით მოქალაქე მაკა მინდიაშვილმა პარლამენტს მიმართა.
კერძოდ, როგორც საკანონმდებლო ინიციატივაში ვკითხულობთ, დოკუმენტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანას გულისხმობს. საკანონმდებლო წინადადების ავტორის შეფასებით, საჭიროა კოდექსში ყველა სიტყვა ნათლად იყოს გაწერილი, რადგან დამსაქმებელს სიტყვებით მანიპულირების საშუალება არ მიეცეს.
მოქალაქის საკანონმდებლო წინადადების განხილვა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს დაევალა, გადაწყვეტილება კი კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს უნდა აცნობოს.