“17:00 საათზე “ქართული ოცნების” ოფისთან გვაქვს ბრიფინგი”

ნიკა გვარამია “ქართული ოცნების” ოფისთან მივიდა. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, 17:00 საათზე იქ საგანგებო ბრიფინგს აანონსებს და ყველა მედიის წარმომადგენელს მოუწოდებს მივიდნენ.

ნიკა გვარამიას თქმით, მთავრობა ხვალ დილამდე უნდა გადადგეს.

“ყველა მედიას ვეპატიჟებით, 17:00 საათზე აქ გვაქვს ბრიფინგი და განვაცხადებთ რას ვაპირებთ რა გეგმები გვაქვს.

ეს ხელისუფლება უნდა გადადგეს. მთავრობა უნდა გადადგეს ხვალ დილამდე, უპირობოდ, თავის პრემიერიან ყველაფრიანად და სუს-ის უფროსიანად, ეს მთავრობა უნდა გადადგეს წერტილი”,-თქვა ნიკა გვარამიამ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share