“ლელოს” წარმომადგენლებმა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში დღეს საჩივარი შეიტანეს, რომლითაც ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ.
როგორც “ლელოს” წამომადგენელმა გიორგი სიორიძემ ამ წუთას სასამართლოს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიამ მათი ყველა საჩივარი განუხილველი დატოვა. შესაბამისად ძალაში დარჩა, ყველა გადასწორებული და ჩასწორებული ოქმი, რომლითაც არჩევნები გაყალბდა.
“ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ დიდი იმედი არც სასამართლოსი გვაქვს, რომელიც ბაბუაჩემის იური სიორიძის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს და რომელ სასამართლოსაც მურუსიძის კლანი განაგებს, მაგრამ ჩვენ კანონმორჩილი ადამიანები ვართ და ყველა სამართლებრივ პროცედურას ბოლომდე მივყვებით.”- განაცხადა ბრიფინგზე სიორიძემ.
მსგავსი სტატიები
- 55
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო აქვეყნებს მოკვლევას არაფორმალური მმათველობის პრობლემასა და მისი შედეგების შესახებ. ორგანიზაციის შეფასებით, "ქართული ოცნების მმართველობის ორი ვადის გასვლის თავზე დაგროვილი მტკიცებულებები საკმარისია იმის სათქმელად, რომ კორუფციამ საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების ფორმა მიიღო დღეის მდგომარეობით, საქართველოს ხელისუფლების აღმასრულებელი შტო მთლიანად ერთი ადამიანის გავლენის ქვეშაა. აღმასრულებელ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს შეკავებისა და გაწონასწორების დემოკრატიული მექანიზმები, რაც განპირობებულია…
- 50
19 ნოემბერს ლანჩხუთის ქალთა საფეხბურთო გუნდმა რუმინეთის ჩემპიონ „კლუჟს“ ფლეი ოფის ფინალში გასვლაზე 1-0 მოუგო. ლანჩხუთის ქალთა გუნდი ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში – ევროპის საუკეთესო 16-ეულში მოხვდა. წილისყრა 24 ნოემბერს უეფას ოფისში გაიმართა და გოგონები შინ ლანჩხუთში ქალთა ჩემპიონთა ლიგაზე ორმატჩიან დუელში, შვედურ „როსენგარდს“ დაუპირისპირდებიან. გადამწყვეტი გოლი რუმინელების…
- 48
„31 ოქტომბრის არჩევნები იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამდენად ერთგულია საქართველო დემოკრატიული განვითარების გზის მიმართ. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას, გააძლიერებს დემოკრატიულ სტაბილურობას და საქართველოს კავშირებს არა მხოლოდ შეერთებულ შტატებთან, არამედ ევროკავშირთან და ზოგადად, დასავლეთთან“, – ამბობს შერილ ფერნანდესი, ამერიკის…
- 47
ლევან სონღულაშვილი ახალგაზრდა ქართველი მხატვარია, რომელმაც მოკლე პერიოდში თავბრუდამხვევ წარმატებას მიაღწია დასავლურ სახელოვნებო წრეებში. ის დღეს ნიუ-იორკში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მისი ნამუშევრები უკვე მსოფლიო სახელოვნებო ინსტიტუციების ყურადღების ცენტრშია მოქცეული. თბილისის სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ ლევანი უორჰოლის დაარსებული “ნიუ-იორკის არტ-აკადემიის” პირველი ქართველი მაგისტრი გახდა. აკადემიის ცნობილმა გამოფენა-აუქციონმა – Tribeca Ball 2015-მა…