9 – 11 ივლისს, ქ. თბილისში იოსელიანის სახელობის მძლეოსნობის სასახლეში და დიღმის სათადარიგო სტადიონზე საქართველოს ღია ახალგაზრდული ჩემპიონატი გაიმართა.
შეჯიბრში მონაწილეობა 2005 – 2007 წლებში დაბადებულმა მოზარდებმა მიიღეს.
ასპარეზიბაში აქტიურად ჩაებნენ და საუკეთესო შედეგები აჩვენეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღებელ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებულმა მძლეისანთა სექციის სპორტსმენებმა.
ჯამში ოზურგეთიდან 11 სპორტსმენმა იასპარეზა
ღია პირველობაზე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს:
ქეთევან თევზაძე – I ადგილი – ბირთვის კვრა
ლუკა ჯავახაძე – I ადგილი – შუბის ტყორცნა
ლენე ჩავლეშვილი – I ადგილი – შუბის ტყორცნა
ხოლო მეორე ადგილი და ოქროს მედლები აიღეს :
მერაბ მახარაძემ – II ადგილი – სამხტომი
ქეთევან მამალაძე – II ადგილი – ბადროს ტყორცნა
ნიკოლოზ თორდია – II ადგილი – 200 მ. რბენა
რაც შეეხება მესამე საპრიზო ადგილს და ბრინჯაოს მედალს ის შინ წამოიღო :
ქეთი მამალაძემ – III ადგილი – ბირთვის კვრა
ქეთევან თევზაძემ – III ადგილი – სიგრძეზე ხტომა.
მოზარდები ასპარეზობისათვის მწვრთნელმა, მარინე კოტრიკაძემ მოამზადა.
ასპარეზობაზე გამოვიდა და მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა ზურაბ მამფორიამ. მამფირიას მინდია ერქომაიშვილი ავარჯიშებს.
ოზურგეთელმა სპორტსმენებმა გუნდური სისტემითაც წარმატებით იასპარეზეს და შვედურ ამანათრბენში II ადგილი დაიკავეს :
მერაბ მახარაძემ
ნიკოლოზ თორდიამ
გიორგი მელუამ
ზურაბ მამფორიამ.
შვედურ ამანათრბენში პირველი ადგილი დაიკავა ქეთევან თევზაძემ
წარმატებები მძლეოსნებს!