პარტია “სამართლიანობისთვის” ლიდერი, ეკე ბესელია “ტვ პირველის” ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას პანაშვიდზე მივიდა და ხელისუფლებას მოუწოდა, გააჩეროს პროპაგანდისტული მანქანა.
ის მაინც ხომ შეიძლება, რომ ვიღაცამ გაიაზროს ხელისუფლებიდან, რომ სადღაც უნდა გაჩერდე. მორალურად რაღაცამ უნდა გაგაჩეროს. ადამიანი, ქრისტიანი რომ ხარ, დედა-შვილობა რომ იცი, დედას შვილს კიდევ ნუ მოუკლავ, რას ჩიჩქნიან, რას აჩვენებენ? 5 ივლისის შემდეგ, სადაც ლექსო იქვე, მოედანზე გაიმეტეს, შემდეგ უკვე მორალურად, ამ რაღაცეების ჩიჩქვნით და ამ შუალედური დასკვნების გამოქვეყნება, ეს ამ ბიჭს დედას უკლავს. ცოცხლად დარჩენილს უნდა გაუფრთხილდე და მიცვალებულის სულს პატივი სცე, ეს ხომ დაუწერელი კანონია და ყველაფერს არ უნდა გადააბიჯო ხელისუფლების შენარჩუნების გამო. ერთადერთი რა შინაგანი მოთხოვნილება მაქვს, არის ის რომ ეს უნდა დამთავრდეს, ეს უნდა შეიცვალოს, ამის პატიება არ შეიძლება.