„ყველამ უნდა დავიცვათ ის რეგულაციები, რაც არის. რა თქმა უნდა იგეგმება მეტი ზედამხედველობა პირბადის ტარებაზე, მათ შორის დიდ თავყრილობებზე, იქნება ეს ქორწილები, ჭირის სუფრა, კონგრესები, კონფერენციები და ა.შ. ჩვენი ინიციატივაა, რომ ამ კონფერენციებსა და კონგრესებზე დაშვებულ იქნან მხოლოდ ორჯერ აცრილი ან ტესტირება ჩატარებული ადამიანები,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.