გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა – ლიზი ტოტოჩავამ და თამარ ჯაფარიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს

თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა –  ლიზი ტოტოჩავამ და თამარ ჯაფარიძემ საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს. 

წარჩინებული მოსწავლეები პროგრამის – „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში ლეპტოპის კანდიდატები არიან.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდის მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითრების სააგენტოსთან ერთად, ახორციელებს პროგრამას – „ჩემი პირველი კომპიუტერი“. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა რომელთაც  საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს პორტაბელური კომპიუტერებით ჯილდოვდებიან.

https://www.etaloni.ge/

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია: