სამარცხვინოა! – ბენ კარდინი “ქართულ ოცნებას” აკრიტიკებს

აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, სენატორი ბენ კარდინი 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ქმედებას სამარცხვინოს უწოდებს. აღნიშნულის შესახებ სენატორი „ამერიკის ხმის“ შეკითხვის პასუხად წერს. ბენ კარდინი „ქართულ ოცნებას“  ძალადობრივი ჯგუფების წახალისების და ჟურნალისტების დისკრედიტაციის გამო აკრიტიკებს.

5 ივლისს, პრაიდის [მომხრე] მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმას, რადიკალური მემარჯვენე ელემენტების მხრიდან, რომელიც წახალისებული იყო “ქართული ოცნების” ლიდერების მიერ, ჟურნალისტებზე ძალადობა მოჰყვა, რომლებიც დაპირისპირებას აშუქებდნენ. ამ ჰომოფობიური ძალადობის შემოქმედებს, ისევე როგორც მათ, ვინც პასუხისმგებელია ოპერატორ ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილზე, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სამარცხვინოა, რომ ქართული ოცნების ლიდერები ყურადღების გადატანას იმ პროფესიონალი ჟურნალისტების დაგმობით ცდილობენ, რომლებიც მხოლოდ თავის საქმეს აკეთებდნენ, -წერს კარდინი.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share