დღეს – ამბავი პირველი. დიდი ჯიხაიში.
ლექცია წუხელ გარდაცვლილ რამაზ ჭილაიას მივუძღვენი, მეგობარს და მასწავლებელს, რომელმაც მხოლოდ ლიტერატურა კი არა, დამოუკიდებლობაში ვარჯიში გვასწავლა.
შევხვდი აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს, რომლებიც ახლა ხონში და კოპიტნარში ცხოვრობენ.
ვილაპარაკეთ რუსთაველზე, ვაჟაზე, ილიაზე, ნიკო ნიკოლაძეზე – საქართველოს ევროპულ გზაზე.