“ქართულ ეკლესიაში წირვაზე რუსული გალობა რომ ისმოდეს რა პრობლემაა?’

რუსული გალობა რომ ისმოდეს ქართულ ეკლესიაში წირვაზე, რა პრობლემაა?”,– ასე პასუხობს საპატრიარქოს პრესსპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე ფორმულას კითხვას, რატომ ჩატარდა სვეტიცხოველში წირვა რუსულ ენაზე.

პრესამსახურის განმარტებით, უკრაინიდან საქართველოში მოსალოცად ჩამოვიდა სასულიერო პირთა ჯგუფი, რომელმაც ითხოვა სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა.

“მათ ითხოვეს დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. მოგეხსენებათ, უკრაინაში, ღვთისმსახურება საეკლესიო სლავურ ენაზე აღევლინება. ზოგადად, ეკლესიაში მიღებული პრაქტიკაა, სტუმრებს მსახურების ნაწილის მშობლიურ ენაზე შესრულების საშუალება მიეცეს”,– წერია საპატრიარქოს განცხადებაში.

რუსულენოვანი წირვის ვიდეო სოციალურ ქსელში დღეს გავრცელდა:

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share