ხუხაშვილი “ოცნებაზე”: “ფარჩაკები არიან, ბუჩქებიდან გამოსული ფარჩაკები”

“რაც პაპუაშვილმა გააკეთა, როგორ შეიძლება ეს ღირსეულმა ადამიანმა გააკეთოს? ვითომ ტრადიციების და სარწმუნოების დამცველები რომ არიან, რომელ ტრადიციაში ზის ის, რასაც აკეთებენ? რომელ ვაჟკაცობაში ზის ქალთან ასეთი დამოკიდებულება? ყალბია ყველაფერი. ესესნი არც ქრისტიანები არიან, არც მართლმადიდებლები არიან, კაცობასა და ვაჟკაცოვაზე საერთოდ ლაპარაკიც ხომ არ შეიძლება ხო?

აბსოლუტურად ველურ ინსტიქტებს ავლენენ როცა გაუჭირდებათ. ცხოველური ინსტიქტები რჩებათ მარტო როცა რამე გაუჭირდებათ. რომელ ქრისტიანულ მორალში წერია ის რასაც აკეთებენ? ადამიანი გარდაიცვალა და ერთი კაცი არ მივიდა იქ, რომ სამძიმარი ეთქვათ…

ფარჩაკები არიან, რასაც ჰქვია, მართლა რა. არსაიდან მოსულები. ვინ არის დღეს ‘ქართული ოცნების” ელიტა? არსაიდან მოსული ხალხი. ვინც მოიყბანა იმ კაცმა და დაგვასვა ყველა თავზე. ეს მართლა ბუჩქეწბიდან გამოსული ფარჩაკები”-ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე ტვ “მთავართან”.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share