2021 წლის ივნისში საქართველოდან საზღვარგარეთ 26.5 მლნ აშშ დოლარი (83.7 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 20.8%-ით მეტია. 2020 წლის ივნისში საქართველოდან უცხოეთში 21.9 მლნ აშშ დოლარი გადაირიცხა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, როგორც შარშან, წელსაც გადარიცხვებში ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის. ათეულშია თურქეთი, უკრაინა, აზერბაიჯანი, საბერძნეთი და ა.შ.
10 ქვეყანა, სადაც 2021 წლის ივნისში ყველაზე მეტი ფული გადაირიცხა:
რუსეთი – 7,6 მლნ დოლარი
თურქეთი – 6,2 მლნ დოლარი
უკრაინა – 2,4 მლნ დოლარი
აზერბაიჯანი – 1,9 მლნ დოლარი
საბერძნეთი – 1,3 მლნ აშშ დოლარი
სომხეთი – 1,1 მლნ აშშ დოლარი
პოლონეთი – 713,3 ათასი დოლარი
ყაზახეთი – 552,4 ათასი დოლარი
იტალია – 479,7 ათასი აშშ დოლარი
გერმანია – 474,9 ათასი აშშ დოლარი
ცნობისთვის, 2021 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 201.9 მლნ აშშ დოლარი (638.3 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 19.3%-ით (32.7 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის ივნისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
აღსანიშნავია, რომ ივნისში ყველაზე დიდი რაოდენობით თანხა რუსეთიდან გადმოირიცხა – 39 მილიონი დოლარი, მეორე ადგილზეა იტალია, საიდანაც ქვეყანაში გზავნილების სახით 31,7 მილიონი შემოვიდა, სამეულში მოხვდა აშშ- 25 მლნ დოლარით.
bpn.ge