მამუკა მდინარაძე – შარლ მიშელმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს თითი დაუქნია და უთხრა, რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებაზე

„დღეს ფაქტობრივად შარლ მიშელმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს თითი დაუქნია და უთხრა, რომ მათ ხელი უნდა მოაწერონ შეთანხმებაზე – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.

 

მისი თქმით, რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა.

„რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვამბობდით, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ საბოლოო ჯამში, კონტექსტის და პოლიტიკური სუბიექტის ვალდებულების გათვალისწინებით ქვეყნის და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე მოუწევს ხელმოწერა შარლ მიშელის შეთანხმებაზე. იგივეც ვიმეორებთ დღესაც, რასაც ამყარებს ის ფაქტი, რომ დღეს ფაქტობრივად, შარლ მიშელმა, რადიკალური ოპოზიციის ამ წარმომადგენლებს თითი დაუქნია და უთხრა, რომ მათ უნდა მოაწერონ ხელი ამ შეთანხმებაზე. აქედან გამომდინარე, დღესაც იგივეს ვიმეორებ – „ნაციონალურ მოძრაობას“, ყველაფრის მიუხედავად მოუწევს შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერა. რაც ამ დღეების განმავლობაში ხდება, არის მათი მხრიდან იმის უზრუნველსაყოფად, რომ იძულებული არ გახდნენ, ხელი მოაწერონ შეთანხმებას. ნებისმიერ შემთხვევაში, რაც არ უნდა იკადრონ, რაც არ უნდა ამორალური კამპანიები ატარონ, მაინც მოუწევთ დოკუმენტზე ხელმოწერა.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share