არ არსებობს ბრძოლა, ყველა ბრძოლა წაგებულია რუსულ ვექტორთან ერთად! ოპოზიციას მგონი რუსეთუმე პოლიტიკოსები უკვე ბიძინამ “ჩაუდო“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერი, თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ყველა ბრძოლა რუსულ ვექტორთან ერთად წაგებულია.
„მიშელთან დელეგაცია ზის „პუტინ- ბიძინური” ჰოდა, ერთი ხუმრობა მომაგონდა: “ზის არა ბატონო სხედანო “ერთ ძველი თაობის ლიტერატორს უთხრეს და ლიტერატორმაც მყისიერი პასუხი არ დააყოვნა: “დიახ,სხედან და ზიანს აყენებენ ქვეყანასო”.
არ არსებობს ბრძოლა, ყველა ბრძოლა წაგებულია რუსულ ვექტორთან ერთად! ოპოზიციას მგონი რუსეთუმე პოლიტიკოსები უკვე ბიძინამ “ჩაუდო”. ეს ბრძოლაც წაგებული იქნება ასე თუ გაგრძელდა, ამ “დასაჭურისებულ ” ვითომ ოპოზიციასთან ერთად ! დელეგაციის შემადგენლობას -არსებობას “ოცნება” აკონტროლებდა ! ” კრემლი” კრემლს ებრძვის?! თუ ” ლაითი კრემლი” არსებობს და ” არა ლაითი კრემლი”?! მეზვრიშვილი, გირჩი , ელისაშვილი , ბურჯანაძე, ინაშვილი… ტაშიიიი! ვინმემ რამე არ იფიქროთ ბატონებო: მე ხელი არ მომიწერია შარლ მიშელის დოკუმენტზე, ასე რომ არ და (ვერ ) ვიქნებოდი შეხვედრაზე ( ეს მათთვის, ვინც მეკითხება , რატომ არ წახვედიო).
მე ზუსტად ვიცი ყოველთვის , რას ვაკეთებ! ახლაც ვიცი!!!!!
ასე გამოიგონებს და დაარქმევს “ოპოზიციას ” ოლიგარქი ივანიშვილი და იფ ჩემო ძვირფასებო , ასე რუსეთთან ბრძოლას კი არა, გირჩის შემოთავაზებული სათამაშო ( წყლის ) პისტოლეტებით ერთმანეთს თუ გავწუწავთ ამ სიცხეში ეგ არის და ეგ! მე პირადად “წუწაობაში” არ ვმონაწილეობ ხოლმე!
ცოტა აზრზე მოდით, ვისაც ცოტა ფიქრი და აზროვნება მოგეკითხებათ!!!!!
ბიძინას ” კუკლას” თქვენვე არ აპროტესტებთ და ხალხისგან რაღა გინდათ?,“ – წერს თაკო ჩარკვიანი.