ლიხაურის ეკლესიის (შემოქმედის ეპარქია; გურია; ოზურგეთის მუნიციპალიტეტი) წინამძღვარი, მამა იოსებ ღლონტი თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და სოციალურ ქსელში სინანულს გამოთქვამს რომ ახლა გასული საუკუნის 30-იანი წლები არ არის:
“30 იანი წლები რომ იყოს ჟურნალისტების 90 % ს დახვრეტა არ აცდებოდა” – წერს მამაო.
აღსანიშნავია, რომ მამა იოსები შემოქმედის ეპარქიის რამდენიმე მამაოსთან ერთად სიძულვილის ენით მკვეთრად გამოირჩევა.
მის ოფიციალური გვერდი ფეისბუკში სავსეა ცილისმწამებლური განცხადებებითა და ძალადობისაკენ მოწოდებით.
მამაო თავისივე გვერდით ავრცელებს ასევე გაურკვეველი ჯგუფების მიერ ფოტოშოპით დამზადებულ პორნოგრაფიულ მასალას რომელიც შეურაცხყოფას აყენებს ხელისუფლებისაგან განსხვავებული აზრის მქონე პროევროპული კურსის მიმდევარ ადამიანებს. პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, საზოგადო მოღვაწეებს.