შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირი, კერძოდ კი ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოსებ ღლონტი, ამ დღეებში სკანდალში გაეხვა და საყოველთაო ყურადღების ცენტრში მოექცა.
მამაომ საკუთარ ფეისბუკ გვერდზე კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების დამონტაჟებული პორნოგრაფიული ფოტო დადო.
ამ ქმედების გამო მისი საქციელი გაკიცხვის საგანი გახდა. ბევრმა კი ამის უკან სასულიერო პირის მხრიდან საზოგადოებაში მიზანმიმართული ზიზღისა და ბოროტების ტირაჟირება დაინახა.
“გურიის მოამბემ” ლიხაურის ეკლესიაში სტუმრობა და მამა იოსების ნახვა გადაწყვიტა.
სამწუხაროდ წინსწრებად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნანახმა და მოსმენილმა ყოველგვარ ზღვარს გადააბიჯა, რადგან ხელში რუსეთის ტელევიზიებით გამოკვებილი, სტალინზე შეყვარებული და ჟურნალისტებზე გამწყრალი და დაგეშებული მამაოები შეგვრჩა.
“ეს არც ბოროტებაა, არც ცილისწამება, ხომ გითხარით თქვენ არ გინდათ რომ დაიჯეროთ?
არ ვიცი მე რა დავდე – მერე, რომ შემეშალა. ვთქვი რა ხდება ხალხო გამაგებიეთ მეთქი და იქ რაზე დავაჭირე ხელი აღარც მახსოვს”
ასე ხსნის ლიხაურის ეკლესიის წინამძღვარი, მამა იოსებ ღლონტი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე პორნოგრაფიული და სიძულვილის ენის შენცველი მასალების “გამოჩენას”..
მისივე თქმით, სოციალურ ქსელებში პოზიციონირებას ახლა სწავლობს და ბევრი რამ ეშლება: “შუაში რაღაც რომ არის, დავაჭერ ხელს, მერე ტექტს ავკრიფავ, ხოდა ვაგზავნი, მარა მაქ რაღაც მეშლება ხშირად”, ამბობს მამაო.
-“გურიის მოამბე” – კი მაგრამ მარტო ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებზე თქვენს პოსტებს არ ვგულისხმობთ მამაო, აი თქვენ გუშინწინ გააზიარეთ გერმანიაში მომხდარი წყალდიდობის ამბავი, სადაც ეწერა რომ გერმანელები საკუთარი ცოდვებისათვის ისჯებიან…
მამა იოსები – მე ვაზიარებ რუსული ტელეკომპანიებიდან და ვაჩვენებ ხალხს სადაა წყალდიდობა. არ უნდა იცოდეს ხალხმა რა ხდება ევროპაში? მთელი ევროპა წყალს მიაქ. მაგი ჩემი საქმეა ვისი თვალით დანახული ევროპა გვინდა. იცოდეს ხალხმა რა ხდება ევროპაში
– და რუსეთის თვალით დანახული ევროპა/ ხომ იცით როგორ ცრუ ინფორმაციებს ავრცელებს რუსული ტელევიზიები
– და რა მნიშვნლობა აქვს რუსეთის თვალით იქნება თუ ამერიკის?
– კარგით მამაო, მაგრამ აი სტალინის ციტატებს რატო აზიარებთ?
– ჩემს კელიაში რამდენი ლიტერატურა მაქვს სტალინზე. აგერ 50 ტომეულია, სადაც ერთერთი ტომი ეძღვნება სტალინს და საინტერესო ისტორიაა დაწერილი. იქ უარყოფითი მე ვერაფერი ვერ ვნახე და ნახეთ თქვენ აბა თუ ნახავთ რამეს. ამის ავტორი ქართველია, ჯაბა სამუშია, და ნახეთ რას წერს. სხვათაშორის კაი ურთიერთობა მაქვს მაგასთან და ნახეთ სტალინზე რას წერს. ასი ადამიანი, როელმაც შეცვალა სამყარო ეს წიგნებია და იქაც ერთი დიდი ტომი, რომელიც ეთმობა სტალინს, ხოდა მე ჩემი შეხედულება მაქ ბატონო სტალინზე და სტალინი მე მიმაჩნია დადებით პიროვნებად,
-კი მაგრამ ათეულ ათასობით მის მიერ დახვრეტილი სასულიერო პირები?
– ეს თქვენი აზრია, მე სხვა აზრი მაქვს
– რეპრესიებზე წერთ
-მაგას არ ვისურვებდი, რომ იგივე მოხდეს დღეს საქართველოში. რას ნიშნავს ერთ-ერთი რგოლი ვარ სიცრუის ტირაჟირების გამავრცელებელი?
ესე იგი მე ვარ სიცრუის ტირაჟირების გამავრცელებელი და გაბუნია და გვარამია არაა სიცრუის ტირაჟირება?
მე ორი უმაღლესი მაქვს დამთავრებული და ვცხოვრობდი კალინინში, დღეს ტვერის გუბერნია ქვია. იქ პოლიტექნიკური დავამთავრე ორგზის მარა, მაგი როდის იყო აღარც მახსოვს,
ეს ინფორმაცია, რომ 90-იან წლებში ჩამოვედი რუსეთიდან ასე დეტალურად საიდან გაქვთ?, მაგრამ ბევრს აქვს დამთავრებული რუსეთში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწონს რაიმე რუსული.
მე მაგალითად, ჩემზე უკეთესად არავინ არ იცის რუსული კაცის ხასიათი.
კიდევ ერთხელ გიმეორებთ, რომ მეუხერხულება და არც მინდა მაგაზე ხმამაღლა საუბარი და კინაღამ მოვკვდი, რაია აგი კაცმა დადო ფერადი კაცს ხელში ეჭირა, იმდენად იმათ იყო გაკეთებული, რომ მართლა გეგონებოდა. დედა ვიფიქრე აი რაა მეთქი და ამის გაზიარება მოხდა მექანიკურად – ირწმუნება მამა იოსები.